"შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ"

ალბათ ეს სიტყვები, ერთხელ მაინც უნდა თქვას ადამიანმა თავისი ცხოვრების განმავლობაში, თორემ ცხოვრება მართლა ის აღმოჩნდება, სადაც ცხოვრება შეუძლებელი შეიქმნება და როგორ უნდა დაიჯერო ეს წამი, რას უნდა დაელოდო, საით უნდა იყურო, ეს რომ იცოდეს ადამიანმა, ალბათ, ასეთი წამები ბევრი ექნება და მეტს არაფერს გააკეთებს ამ წამის მოლოდინის თვინიერ.

და მაინც, ვისთვის რთულია ეს წამი, ნატვრის ასრულებაა, თუ ნატვრის მიგნება, სულის აღმაფრენაა თუ სულის კათარზისი, ეს ალბათ, იმაზეა დამოკიდებული ვის რა მიაჩნია წამის ბედნიერებად.

მაგრამ არსებობს წამის საერთო ბედნიერებაც. ეს ის ბედნიერებაა, როდესაც სიყვარული აჩერებს ამ წამს - "მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე" - ავთანდილი ეუბნება თინათინს. და ალბათ აქაც გაჩერდა წამი.

"ისევ აღსდგება სიყვარული, მუხრანის ბოლოს" და გაჩერდება წამი. 

რომეო და ჯულიეტა ისევ დაიცოცებიან და სიყვარულის მარადიულ სიყვარულს დაელოდებიან და გაჩერდება წამი.

"შეჩერდი წამი შენ მშვენიერი ხარ" - , რადგან დედამიწას სიყვარული ატრიალებს!





Nino Imnaishvili
პედაგოგი
სოციალური ქსელი