თბილისი სიყვარულის გარეშე

ლეგენდა თბილისის შესახებ და ამ ქალაქის ტრადიციები ყველამ იცის და, რა თმა უნდა, ამით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ შერჩა კი რამე ამ ქალაქს თბილისური, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არსებობს კიდევ თბილისური ურთიერთობები და ქალაქის წესები თუ არა და მთავარი კითხვა - ეს ყველაფერი პოზიტივია თუ ნეგატივი.

მართლაც საოცარი ქალაქია თბილისი, თავისი სტუმრების მიღებით, მტრების გასტუმრებით, სასჯელით, წ.ე ჩამოსულთა და ადგილობრივთა სხვადასხვა ნაციებითა და იტალიური ეზოებით.

თუმცა, როგორც ყველაფერი, ამ ცისქვეშეთში, ისიც შეიცვალა, ზოგი რამ მართლაც უკეთესობისკენ. ზოგი კი - უგემოვნებისკენ.

ყველაზე მეტად კი ჩვენი ქალაქი სწორედ უგომევნობას ვერ იტანს. კუს ტპაზე - მაღალქუსლიანთა სეირნობა და თეატრში დახეული ჯინსით მისვლა არ იყო ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ეს ზედაპირია, უფრო ღრმად კი ამ უგემოვნობის მთავარი მიზეზი - კი ამ უგემოვნობის მთავარი მიზეზი - უცოდინრობა დევს. ალექსი მესხიშვილის გვარის არასწორად გაგება და მისი აბრევიატურაზე გადმოტანა თუ სხვადასხვა რესტორან-კაფეებისთვის საოცარი სახელის მინიჭება. ეს კიდევ კარგი, საბედნიეროდ ამის ხშირი მაგალითები არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე მძიმე ის ფაქტია, რომ ამ ქალაქში მცხოვრებს არ უყვართ ეს ქალაქი, ან კი როგორ უნდა უყვარდეთ როდესაც ზემოთ არც კი იხედებიან, კინო-სახლისა და ოპერის ადგილებს მაღაზიის ბრენდების მისამართით აგნებენ, რუსთაველის თეატრი - რუსთაველის კინოს გვერდით გადავიდა და რაც შეეხება მთაწმინდას - ის ხომ გასართობი პარკია...

კარგია, რომ თბილისელები კარგი ტიპის იმიჯი შეიცვალა, ისიც კარგია რომ ნაგავი ნაკლები ყრია, ისიც მომწონს, რომ უფრო კარგი მუსიკა გამოდის კაფე-რესტორნებიდან, მაგრამ სიყვარული მაინც აკლია ჩვენს თბილ ქალაქს.

თბილისის ქუჩებში მოხეტიალე ადამიანების რიცხვიც შეწყდა და უფრო მეტიც, ბევრმა არც კი იცის, ეს რა დიდი სიამოვნებაა, ასე რომ, ხეტიალ-ხეტიალით იქნებ მაინც ვიპოვოთ ჩვენი ქალაქი.





Nino Imnaishvili
პედაგოგი
სოციალური ქსელი