თბილისში მოსიარულეთა საყურადღებოდ

წითელი, ყვითელი მწვანე - შუქნიშნის ეს ფერები ყველასთვის ნაცნობი და გასაგებია, მთავარია, ვინ როგორ იცავს მოძრაობის წესებს, ვინ არღვევს ფეხით მოსიარულე თუ მანქანის მძღოლი.

ცხოვრებას აქვს თავისი მოძრაობის წესები - კანონით დადგენილი, დაწერილი და დაუწერელი, ზოგი ყავლგასული, ზოგი კი - ახალშემოსული აქაც უნდა დაემორჩილო, აჰყვე და კომპრომისზე წახვიდე თუნდაც - საკუთარ პრინციპებთან. და მაინც - რას ნიშნავს ქართული მოძრაობის წესები - შუქნიშანთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთია - მეჩქარება, გადავასწრებ, გადავიხდი 20 ლარიან ჯარიმას მერე, ხელს გადმოვყობ მანქანიდან და სიგარეტს გადმოვაგდებ, შეიძლება ბოთლიც გამოვაყოლო, მერე რა.

ფეხით გადავდივარ, არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა, მეჩქარება, მეზარება, ახლა ამათ უცადე და საფრთხეში ვიგდებ თავსაც და მძღოლსაც “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ თავი არ მიყვარს და მოყვასი როგორ შემიყვარდება. ანუ არ ვემორჩილები კანონებს.

ცხოვრებაშიც ასე “ვშვებით”? არა - იქ უფრო კანონმორჩილნი გამოვდექით, განსაკუთრებული მაქსიმალიზმით ვიცავთ ან ყავლგადსელ ტრადიციებს ან ახალ “newhow”ებს.  ჩოხოსნებად და “გახდილებად” ჩამოყალიბებულნი ვდავობთ ერთმანეთთან და “ვირზე” შემსხდრები ვიცავთ ჩვენს პოზიციას. თუ კარგად დავიცავთ შეიძლება ჩვენი პროფილიც კარგად გამოჩნდეს საჯარო სახით.

აღმა სიარულმა, დინების საწინააღმდეგოდ რაღაც სხვა პრინციპები შეიძინა. მხოლოდ ერთგვარი ეპოტაჟით შემოიფარგლა. ამ დროს კი ტერიტორიებდაკარგული, მავთულხლართებით შემოსაზღვრული სამშობლო გვექაჩება, შველას ითხოვს, ელოდება ცის გახსნას, მაგრამ “მხსნელი” არ ჩანს, მე მგონი მოლოდინიც შევწყვიტეთ.

ერთი იმედი დარჩა იქნებ გარემოში  მომწიფდეს აზრი, რომელიც მართლაც წავა - დინების საწინააღმდეგოდ, ფესვებს გაიდგამს და შეცვლის მთავარ პრობლემას - მიზნის მისაღწევად ზნეობრივი გზით წასვლას.  ანუ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას რომ გაგვიჩენს “შეიცან  თავი შენი” - ეს მუდმივი პრობლემა, კვლავ გვახსენებს თავს, ვინ ვართ, სად მივდივართ, სად ვიმყოფებთ” და ბოლოს და ბოლოს რა გზაზე უნდა დავდგეთ.

მოდი ჩემგან დავიწყოთ, მე დავიბადე, გავიზარდე კიდეც, ნუ ფიზიკურად მაინც ვისწავლე, რაც მასწავლეს, რაც არ მასწავლეს ისიც (გამოუდეგარიც და გამოსადეგარიც) ცოტა ვიზარმაცე, მაგრამ დროებით მომუშავე სტატუსს მაინც მივაღწიე და რა გზაზე დავდექი?

როცა დავდგები მერე გეტყვით...





Nino Imnaishvili
პედაგოგი
სოციალური ქსელი