ვისი სული გსურს

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება,     უბრალოდ, შედეგია საშიში… და მაინც ალბათ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, გავიაზროთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც საზოადოებას აყალიბებს - არასრულფასოვან და გამოსადეგარ ადამიანებად.

90-იანი წლების მერე - ჩვენ გვებოძა ყველაზე სანუკვარი “ნაოცნებარი” - თავისუფლება და რა ვუქენით მას? ხან ისევ დავკარგეთ, ხან უზნეობას და უღირსობის საფარქვეშ ამოვედით, ხან კი შევინახეთ (იქნებ ოდესმე გამოგვდომოდა).

და დღეს 21-ე საუკუნის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ამ ყველაფერმა ასეთი შედეგი გამოიღო: გაუნათლებლობა (მე მინდა ვისწავლი, მინდა - არა) ადვილი ცხოვრებისკენ სწრაფვა ე.წ ქურდობის ინსტიტუტის მომძლავრება, “საქმეების გაიმაქნება” (2000 წლამდე), ათეიზმის და უღმერთობის პროპაგანდა (დღეს ე.წ “კაი ტიპების” მთავარი იდეაფიქსი და სალაპარაკო თემა) და ამის საწინააღმდეგოდ ფანატიზმი (არ შეიძლება აიდი ბარათი, ღმერთი დაგვსჯის) და რაც მთავარია - სრული სტაგნაცია, უმოძრაობა, რასაც ასე ებრძოდა თავის დროზე - ილია ჭავჭავაძე. ყველაზე პოპულარული დიალოგები თბილისის ქუჩებში:  “- სამსახური დაიწყე? - არა ველოდები” - დაუსრულებელი ლოდინი რაღაცის და ვიღაცის, თავად კი - სრული აპათია და სუწუნი - რა დღეში ვართ.

ლეგალიზების აუცილებლობა “დახლქვეშიდან” მძავობის, ნარკოტიკების, აღვირახსნილობის და ამისთვის ყველაზე პოპულარული სახელის “თავისუფლების” დარქმევა.

უახლოესს წარსულს თუ გადავხედავთ, მთავარი აპელირება იმის გამო, რაც “გვჭირს” - არის “9 წელი ტყვეობაში”, კი ბატონო , არც ვდავობთ ამის შესახებ, მაგრამ ტყვეობაში არ გამოჩდნენ გმირები, ის ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და ის თავისუფლება მოიტანეს, რომელიც სულის მდგომარეობაა და არა ხორცის. როგორ უნდა მივაღწიოთ ელემენტარულ შედეგს, როდესაც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ ადამიანები, როდესაც აბსოლუტური გაუცხოებაა - ე.წ ელიტარულ უბნებსა და გარეუბნებს შორის, როდესაც გარეუბნებიდან “იქ” მაშინ მოხვდები, როდესაც გახსნილად ილაპარაკებ სექსზე, მარიხუანაზე და ღმერთზე. რას ნიშნავს ეს? ალბათ, ერთგვარი ახალი ტენდენციაა და ცხოვრების წესის დამკვიდრება.

აუცილებელია ჩატარდეს კვლევა, რა აინტერესსებს ადამიანს ფელის გარდა, რას ნიშნავს გათხოვდე კარგად? - გაჰყვე მდიდარს თუ იპოვო სიყვარული? რას ნიშნავს თანამდებობა - უზრუნველ ცხოვრებას თუ პასუხისმგებლობას. რა საჭიროა განათლება - შეედავო შენს პოლიტიკურ ოპონენტს საჯაროდ კომპეტენტურად თუ აიმაღლო შენი პროფესიონალიზმი? რას ნიშნავს თავისუფლება? მეძავობას, უზნეობას თუ სულის იმ მდგომარეობას, როდესაც შენ მოყვასის და თუნდაც მტრის სასარგებლოდ მიიკვლევ გზას ან კიდევ იმ ღმერთის პოვნა ათეიზმისა და ფანატიზმს შორის რომ დავკარგეთ.

ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა აუცილებელია. იქნებ მერე დავდოთ ილიას ბედნიერი ერის” ან აკაკის “კუდაბზიკეთი” შედეგი.

მართლაც ვისი სული გვსურს? ვინ არის ის, რომელსაც გამოვიძახებთ და “დავიტოვებთ” და ვინ ის, რასაც არ შემოუშვებთ და შეგვეშინდება? ესეც საჭირბოროტო საკითხია ამ უცნაურ (ცოდვილის დაწერა “გოიმობაში” ჩამოერთმევა) დედამიწაზე.





Nino Imnaishvili
პედაგოგი
სოციალური ქსელი